სსიპ- ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის
ბრძანება
თსუ რექტორის 2026 წლის 17 აპრილის ბრძანების № 83/01-01 და 17 აპრილის ბრძანების №84/01-01 („სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“), აღსრულების მიზნით
ვბრძანებ:
1. მედიცინის ფაკულტეტზე შეიქმნას საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
· ნინო ჭალაგანიძე - აპარატის უფროსი - მედიცინის ფაკულტეტის კანცელარიის უფროსი;
· ხათუნა გუნდიშვილი - მედიცინის ფაკულტეტის კანცელარიის მთავარი სპეციალისტი;
· მარინა ხურცილავა - მედიცინის ფაკულტეტის კანცელარიის სპეციალისტი;
2. აპარატმა საკონკურსოდ შემოტანილი საბუთები წარუდგინოს საკონკურსო კომისიას 2026 წლის 27 მაისის 18:00 საათამდე.
· ბრძანების ფაკულტეტის ვებ გვერდზე, ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს კანცელარიას;
· ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
მაია ბიწკინაშვილი
დეკანი
მედიცინის ფაკულტეტი